ტურიზმი

"ღიმილი გიბრუნდება" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 100,000-ლარიან პროექტს იწყებს

luxuryresortphotography.com

"ღიმილი გიბრუნდება" არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც საქართველოს ტურისტულ და მომსახურების სექტორში დასაქმებულთა პროფესიული კულტურის ამაღლებას ისახავს მიზნად. საუბარია რესტორნებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა კლიენტების მიმართ კეთილგანწყობის ამაღლებაზე. ამავდროულად, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო კამპნაია მოსახლეობის მხრიდან მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომის უკეთ დაფასებასაც ისახავს მიზნად. 

საქმის კურსთან საუბარში ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ თქვა:

"ამ პროექტის მიზანი გახლავთ, რომ ჩვენ ერთის მხრივ პოპულარიზაცია გავუკეთოთ იმ პროფესიებს, რომლებიც ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია. ამავდროულად, შევცვალოთ მიდგომა ამ ადამიანების შრომასთან მიმართებაში, რამეთუ ისინი დიდ როლს თამაშობენ საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, შესაბამისად წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. სწორედ ეს მცირე კამპანია რომელიც ეძღვნება ამ პროფესიების პოპულარიზაციას და თითონ საზოგადოების მიდგომის შეცვლას ამ ადამიანთა შრომასთან მიმართებით", - ამბობს ჩოგოვაძე.

 

კომენტარები