ლეილა აბაშიძეს დღეს, საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

ლეილა აბაშიძე
GHN.GE

მსახიობ ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება. მსახიობს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. 

ცნობილი ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბაშიძე ბოლო რამდენიმე თვე საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

ლეილა აბაშიძეს ათეულობით საკულტო კინოროლი აქვს შესრულებული, მათ შორის ფილმებში - "ჭრიჭინა", "შეხვედრა მთაში", "მაია წყნეთელი" და ა.შ.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს დაიბადა. 

კომენტარები