უაქციზო სიგარეტი

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა. 

"მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქალაქ თბილისში 999 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”- ის ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 4 995 ლარს შეადგენს." - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები