ქართული ოცნება

ტრამპზე FB პოსტის გამო, ირაკლი კობახიძე ლორა ტორნტონს "ფსევდოლიბერალს" უწოდებს

პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც Freedom House-ის გუშინ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში გააკრიტიკა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა ტორნტონს, ფსევდოლიბერალი უწოდა. 

ტორნტონმა კობახიძის მსგავსი შეფასება 2018 წლის იანვარში გაკეთებული განცხადების გამო გამოიწვია, როდესაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ტრამპი რუკაზე საქართველოს, დიდი ალბათობით, ვერ იპოვის". 

ამ განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენელმა ლორა ტორნტონი გააკრიტიკა და მისგან ბოდიში მოიხადა, რაზეც NDI-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

კობახიძის თქმით, NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა თანაბრად ებრძვის საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს. 

"ანგარიშიდან იკითხება, რომ ავტორები ეყრდნობიან იმ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციურობით ყოფილი ხელისუფლების მიმართ. არსებობს ლიბერალური, უფრო სწორად, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა,"- განაცხადა კობახიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ Freedom House-ის კვლევას "ტენდენციური", "მიკერძოებული" და "ღიმილის მომგვრელი" უწოდა. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარი იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის, არაფორმალურ მმართველობაზე. კვლევაში ასევე მცირედით იყო დაკლებული საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლის ინდექსი და საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფშია მოხსენებული.

კომენტარები