ჰაშიში

შსს: 9 კგ ჰაშიშის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შსს

ქართველმა სამართალდამცავებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში 9 კგ ჰაშიში შემოიტანა. 

"სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი ჰაშიში ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები