Freedom House-ის ანგარიში

Freedom House ოპოზიციურ პარტიებზე: ევროპულმა საქართველომ მოლოდინებს გადააჭარბა

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხს ეხება, საქართველოში ოპოზიციური პარტიების მდგომარეობაზეც არის საუბარი.

ანგარიშში 2017 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფაა აღწერილი და აღნიშნულია, რომ ევროპულმა საქართველომ ადგილობრივ არჩევნებზე „მოლოდინს გადააჭარბა“.

„წლის მანძილზე ქართული ოცნების დომინანტურ პოზიციას თან ახლდა ოპოზიციური პარტიების სისუსტე და მარცხი, შეექმნათ სერიოზული, ერთიანი გამოწვევა ხელისუფლებისთვის. თუმცა, პოლიტიკურ ლანდშაფტს შეემატნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები პარტიული წარსულის გარეშე, ასევე ჯგუფები, რომელთაც დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მთავარმა ასეთი ჯგუფმა, ევროპულმა საქართველომ, რომელიც 2017 წლის ინვარში დაფუძნდა, მოლოდინებს გადააჭარბა, როდესაც ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 10%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილი დაიკავა.

ლიბერალური ევროპული საქართველო ასევე წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას პარლამენტში, რადგან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებიც დაუპირისპირდნენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენას, გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ ენმ და შეერთებოდნენ ახალ პარტიას. ენმ-დან გამოყოფილ კიდევ ორ პარტიას - გირჩსა და გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოს ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენიათ“, - წერია Freedom House-ის ანგარიშში.

ანგარიშის ძირითად ნაწილზე, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და „ავტორიტარიზმის რისკზე“, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები