ავიაკომპანიები

1 ივნისიდან საქართველოში დაბალბიუჯეტიანი არაბული ავიაკომპანია FLYNAS შემოვა

Gulf Business

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

საუდის არაბეთის სამეფოს ავიაკიმომპანია ავიამიმოსვლებს 1 ივნისს დაიწყებს. რეისები, საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შესრულდება. 

განრიგი:

დამამი-თბილისი-დამამი - 1 ივნისიდან, კვირაში 3-ჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი);

ჯედა-თბილისი-ჯედა - 2 ივნისიდან, კვირაში 4-ჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა);

რიადი-თბილისი-რიადი - 3 ივნისიდან, კვირაში 4-ჯერ (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა)

სააგენტოს ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. Flynas-ს უწყების სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა დღეს მიენიჭა. 

დაბალბიუჯეტიანი საავიაციო კომპანია Flynas 2007 წელს საუდის არაბეთში დაარსდა. ის კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას ასრულებს. 

Skytrax-ის 2017 წლის მონაცემებით, Flynas შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა.

კომენტარები