ფეხბურთი

ბათუმში "დინამოს" სტადიონი და გუნდი აკურთხეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ბათუმში საფეხბურთო კლუბ "დინამოს" სტადიონი და გუნდი აკურთხეს.

კლუბის პრესსამსახურში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ „გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“.

გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის დირექტორმა, ოთარ ფედიჩკინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა, მოგვიანებით კი ფოტოებზე წვდომა შეწყვიტა. 

ფედიჩკინი 2013 წლის 30 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ის ბათუმის დინამოს პრეზიდენტად აირჩიეს, წმინდა გიორგის ხატით მივიდა
ფოტო: პალიტრა

ეს საქართველოში ფეხბურთის სტადიონის კურთხევის პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წლის ოქტომბერში, რამდენიმე წარუმატებელი საფეხბურთო მატჩის შემდეგ, თბილისის დინამომ გადაწყვიტა ცხვარი შეეწირა და თამაშის ხარისხი ასე გამოესწორებინა. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს დინამოს პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

ორჯერ არის ნაკურთხი ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელი ბაზა და სტადიონი.  

კომენტარები