ამხანაგური მატჩი

ამხანაგური მატჩი მოსახლეობას, მოძალადეებს, აფრიკელ სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს შორის

აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შორის ამხანაგური თამაში შედგა. თამაშში მონაწილეობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა - კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძე, ლევან კობიაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, ვატო შაქარიშვილმა და სხევბმა მიიღეს.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა.

ამ მატჩის ჩატარების ინიციატივით კახა კალაძე გამოვიდა. მატჩის ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაცია იყო. 

"ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ მყოფი აფრიკელი სტუდენტები გააძევეს და მათ სცემეს. ვიდეოში, რომელიც სტუდენტებმა გადაიღეს ძალადობის ფაქტები ჩანს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

on.ge-ის ინფორმაციით, ამხანაგური მატჩი მწვადების შეწვით დასრულდა.

კომენტარები