ამხანაგური მატჩი

Equal Game: 17 ფოტო ამხანაგური თამაშიდან

0 კომენტარი

აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შორის ამხანაგური თამაში შედგა. თამაშში მონაწილეობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა - კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ლევან კობიაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, ვატო შაქარიშვილმა და სხევბმა მიიღეს.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა.

ამ მატჩის ჩატარების ინიციატივით კახა კალაძე გამოვიდა. მატჩის ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაცია იყო. 

ფოტოები ამხანაგური თამაშიდან

8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ მყოფი აფრიკელი სტუდენტები გააძევეს და მათ სცემეს. ვიდეოში, რომელიც სტუდენტებმა გადაიღეს ძალადობის ფაქტები ჩანს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

on.ge-ის ინფორმაციით, ამხანაგური მატჩი მწვადების შეწვით დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნიკა გრიგოლია

კომენტარები