ავტოსაგზაო შემთხვევა

ოზურგეთში ავარიამ არასრულწლოვანი იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ ოზუეგწთის სოფელ ბაილეთში 13 წლის გოგო იმსხვერპლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი ავტომობილის მგზავრები იყვნენ. 

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები