ხანძარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

Reuters

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

დარჩენილი კერის ჩაქრობას ახლა 11 ბრიგადა ცდილობს. ცეცხლი ერთ-ერთ კომერციულ საწყობში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. 

ზარალისა და ხანძრის ფართობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები