ფემიციდი

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს. 

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული თელეთში დააკავა. მას თავიდან განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ, გუშინ კი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები