დონალდ ტრამპი

FBI-ს ყოფილი დირექტორი: ტრამპი თანამდებობისათვის მორალურად შეუფერებელია

0 კომენტარი
ჯეიმს კომი ფოტო: SHUTTERSTOCK

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობისათვის მორალურად შეუფერებელია და ქალებს ისე ექცევა, როგორც ხორცს.

"არ მჯერა, რომ ის მენტალურად არის შეუფერებელი ან დემენციის ადრეული სტადია აქვს. არ მიმაჩნია, რომ ის სამედიცინო თვალსაზრისით არის შეუფერებელი პრეზიდენტობისათვის. ჩემი აზრით, ის ამ თანამდებობისათვის მორალურადაა შეუფერებელი."

"ჩვენმა პრეზიდენტმა უნდა გამოხატოს პატივისცემა და მიჰყვეს იმ ღირებულებებს, რაც ჩვენი ქვეყნის საფუძველს წარმოადგენს. მათ შორის ყველაზე მთავარი ჭეშმარიტებაა. პრეზიდენტს ეს არ შეუძლია." თქვა მან.

გასულ წელს ტრამპის მიერ თანამდებობიდან დათხოვის შემდგ ABC-სთან ეს ინტერვიუ პირველია, რომელიც კომიმ ტელევიზიას მისცა.

ინტერვიუში ის ასევე ამბობს, რომ ტრამპი გამუდმებით იტყუება და შესაძლოა კანონიც დაარღვია.

ინტერვიუს ეთერში გასვლამდე ტრამპმა კომი ტყუილში დაადანაშაულა. ინტერვიუს შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კომი მხოლოდ საკუთარი თავის ერთგულია და ყველაფერს იტყვის იმისათვის, რომ წიგნების გაყიდოს. საუბარია კომის მემუარებზე "უმაღლესი ერთგულება: ჭეშმარიტება, ტყუილი და ლიდერობა".

ტრამპის თქმით წიგნი კითხვებს აჩენს და შესაძლოა ამის გამო კომის დაპატიმრებაც კი იყოს საჭირო.

"დიდი კითხვები კომის ცუდად შეფასებულ წიგნში უპასუხოდ რჩება. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ მან კლასიფიცირებული ინფორმაცია გასცა (ციხე), რატომ მოიტყუა კონგრესში (ციხე), რატომ უთხრა დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს სერვერებზე წვდომაზე უარი (რატომ არ აიღეს ის!), რატომ თხზავდნენ მემორანდუმებს, მაკკაბეს 700,000$ და მეტი?" დაწერა გუშინ ტრამპმა Twitter-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა სუბელიანი

კომენტარები