დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ჭიჭინაძე: პრემიერმა ჩათში მოიწერა, რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა

0 კომენტარი
ფოტო: 41.ge

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. 

ქართული ოცნების წევრმა დავით ჭიჭინაძემ დაადასტურა ფაქტი და აღნიშნა, პრემიერმა თანაგუნდელებს "ერთობისა და თავის შეკავებისკენ" მოუწოდა.

"პრემიერმა უბრალოდ იმ განცხადებების შესაბამისად, რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა ეგ, რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. იყო და მაგას უძღოდა წინ სხვა გზავნილი და ის რატომღაც არ გაამჟღავნა ვიღაცამ. ის იყო მოწოდება ერთობისკენ და თავის შეკავებისკენ. ყველა მხარის მიმართ და ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ,"- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს "დეპუტატების ურთიერთობის დალაგება" ურჩია.

"მე არსად მითქვამს, რომ კობახიძე უნდა გადადგეს. ის ადამიანი თვითონ იძახის, რომ ჩემს გადადგომას 50 ხელმოწერა სჭირდებაო. დაუთვლია კიდევაც. მე ისიც არ ვიცი, რამდენი ხელმოწერა სჭირდება მაგის გადადგომას, სულ არითმეტიკითაა დაკავებული.არითმეტიკით დაკავებას ვურჩევდი, ჩვენით დაკავდეს, დეპუტატების ურთიერთობის დალაგებით,"- თქვა დავით ჭიჭინაძემ.

კურიერის ინფორმაციით, ერთერთ შეკრებაზე პარლამეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ერთერთ დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, გიორგი კვირიკაშვილმა კი კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

კვირიკაშვილისა და კობახიძის სავარაუდო მიმოწერა იხილეთ ვრცალად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ორი კვირის წინ მესტიაში ახალგაზრდა მოკლა (video)

კომენტარები