პულიცერის პრემია

პირველი რეპერი, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო, კენდრიკ ლამარი გახდა

რეპერმა კენდრიკ ლამარმა პულიცერის პრემია მიიღო მუსიკაში. ლამარი არა კლასიკოს და არა ჯაზ შემსრულებელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. 

30 წლის კალიფორნიელმა რეპერმა პულიცერი 2017 წლის აპრილში გამოშვებული ალბომისთვის, სახელწოდებით "DAMN" მიიღო. ორგანიზატორების განცხადებით, ლამარის ალბომი თანამედროვე აფროამერიკული ცხოვრების კომპლექსურობას გამოხატავს. 

ამავე ალბომისთვის კენდრიკ ლამარი იანვარში 5 გრემის მფლობელი გახდა, თუმცა წლის ალბომის კატეგორიაში ბრუნო მარსთან დამარცხდა. 

კომენტარები