სომხეთი

სომხეთში პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურას აპროტესტებენ

Reuters

სომხეთში საპროტესტო აქციები იმართება. ათასობით ადამიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტის მიერ მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წამოყენებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. მომიტინგეებს ცენტრალური ქუჩები აქვთ გადაკეტილი.

პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე სარგსიანის დამტკიცება დღეს უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი არმენ სარგისიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები