თბილისის საბაგირო

კალაძე: მეტრო რუსთაველი მთაწმინდას საბაგიროთი დაუკავშირდება

თბილისის მერია

ახალი საბაგირო გზით მეტრო რუსთაველისა და მთაწმინდის დაკავშირება იგეგმება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პროექტი აუცილებლად განხორციელდება. 

"ერთადერთი პროექტი, როემლიც საბაგიროზე არსებობს, არის მეტრო რუსთაველის დაკავშირება მთაწმინდასთან. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, კვლევებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - თქვა კალაძემ.

კომენტარები