ხვალ, 18 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკური სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, დოლიძის, ბუაჩიძის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ბროწეულის, იასამნის და გოთუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, ლორთქიფანიძის და იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის I და II ქუჩების, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, რატევანის, მუხრანის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, მუხრანის, ბოგვის და შენგელაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის და კოშკოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, სომხეთის, გალავნის, სათემოს და ბეღლეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალუბნის, ფშავის, გედევანიშვილის, კვალეთის, რუისის და ოძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.