Tripadvisor

Tripadvisor-ზე საქართველოს რეკლამას 3 მილიონამდე ადამიანი ნახავს

ბათუმი
georgia.travel

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალ Tripadvisor-ზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით 2018 წლის 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც სავარაუდოდ 3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს. ხოლო premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს 2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება.

ინტერნეტკამპანია მოიცავს 24 ქვეყანას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, იტალია, გემრანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი,თურქეთი და ა.შ.

Tripadvisor-ს 440 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის 7%-ს ქმნის. მხოლოდ 2018 წლის პირველ სამ თქვეში საქართველოში 1.4 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათ ევრონული ბანკის მონაცემებით $561 მილიონი, ანუ 1.3 მილიარდი ლარი დახარჯეს.

კომენტარები