შეწყალების კომისია

ბაქრაძე აბაშიშვილზე: ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა გაიაზროს საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. აფსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია - ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას პასუხობს.

,,ჩვენი ამოცანა არასდროს არ ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუტთან ბრძოლა და უფრო მეტიც, მთელი ამ წლების მანძილზე ევროპული საქართველო იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იცავდა პრეზიდენტს და მომავალშიც დაიცავს ქართული ოცნების უსამართლო შეტევებისგან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს მითუმეტეს პრეზიდენტს გააჩნია მისი პასუხისმგებლობა და როდესაც ხდება ასეთი შემზარავი დანაშაული უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და უნდა აიღო შენს თავზე ტვირთი, რასაც ჰქვია საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა ეს არის არასერიოზული. მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკეთესი იქნება დაკავდნენ საკუთარი საქმით, სამომავლოდ უკეთ შეასრულონ ის ფუნქციები, რომლის შედეგიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ზრდადი კრიმინალისგან, რაშიც სხვათაშორის თავიდან ბოლომდე ბრალი მიუძღვის ქართულ ოცნებას და მათ პოლიტიკას დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით.’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, "სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - ქართული ოცნებასთან და ევროპული საქართველოსთან ერთად."

პრეზიდეენტის ადმინიტრაციის უფროსმა მსგავსი განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც პრეზიდენტი, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო გააკრიტიკეს. 

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები