საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთი სერჟის გარეშე - ერევანში საპროტესტო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

RFE/RL

ერევანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 

ისინი პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტის მიერ მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

ერევანის ქუჩებში დღესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა, 66 მათგანი პოლიციამ დააკავა. 

მომიტინგეებს ცენტრალური ქუჩები აქვთ გადაკეტილი. ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი ამბოობს, რომ ბლოკადაში ისინი სამთავრობო შენობებსაც მოაქცევენ. 

მოგვიანებით საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოგვიანებით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შევიდნენ, სადაც პაშინიანმა სტუდენტებს მოუწოდა, შეუერთდნენ. 

პოლიციამ განცხადება გაავრცელა და მედიას მოუწოდა, გამომსვლელებისგან "გონივრული მანძილის" მოშორებით დადგნენ, რადგან მათ შესაძლოა "ძალადობა აღკვეთონ". 

ახლა აქციის მონაწილეები ერევნის მერიასთან არიან შეკრებილები. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი არმენ სარგისიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები