შეწყალება

ზურაბიშვილი პრეზიდენტზე: ტყუილად კი არ დაიწერა "გალობანი სინანულისანი"

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ვეფხია ბაქრაძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი შეცდომის აღიარების და ბოდიშის მოხდის ნაცვლად ცდილობს, თავი გაიმართლოს, რაც სამწუხაროა. 

"ეს არის შედეგი ტრაგიკული შეცდომის, მსჯავრდებულების შეწყალება თავისთავად ურთულესი გადაწყვეტილებაა. რეციდივების წინასწარ გამორიცხვა შეუძლებელია, სადაც ადამიანია, იქ შეცდომა ყოველთვის იარსებებს. თუმცა სამწუხარო ის არის და ძალიან სამწუხაროა, რომ შეცდომის აღიარების მაგივრად, შეცდომის გამოსწორების გზების მოძებნის მაგივრად, ბოდიშისა და სინანულის გამოთქმის მაგივრად, ჩვენ მოვისმინეთ გამამართლებელი არგუმენტების კორიანტელი - რატომ მოხდა და როგორ მოხდა. არის გადაბრალების მცდელობა: დოკუმენტების უზუსტობა, არგადმოცემა, სხვა უწყების მხრიდან შეწყალების კომისიისა და პრეზიდენტის განზრახ შეცდომაში შეყვანაში დადანაშაულება და ბოლოს, აბსურდი - ბრალდება პოლიტიკური დევნის შესახებ. ეს ყველაფერი პოლიტიკურ დებატში გადაიზარდა. ამ დროს გადაბრალებასა და გამართლების არგუმენტების ძიებაში დაბნეულებს დაავიწყდათ ერთი რამ და მთავარი რამ - იურიდიული პრინციპი, სადაც არსებობს დისკრეციული უფლებამოსილება, იქ არის სრული და განუყოფელი პასუხისმგებლობა. ეს პრინციპი ჩვენმა დიდმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ტყუილად არ დაიწერა “გალობანი სინანულისანი“. აქ ერთადერთი სწორი რეაგირება იქნებოდა ჯერ შეცდომის აღიარება და სინანულის გამოთქმა და შემდგომ გამოსავლის გზების ძიება, რათა მომავალში გადაწყვეტილების მიმღები უწყება და თვით სახელმწიფო მეთაური მსგავსი შეცვდომებისაგან უფრო დაცული იყოს", თქვა ზურაბიშვილმა. 

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა. მის მიმართ, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა. პრეზიდენტის განმარტებით, ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "უაღრესად დადებითი დახასიათება ჰქონდა".

პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებისთვის მმართველი გუნდის და უმცირესობის წევრებმა გააკრიტიკეს. კრიტიკის პასუხად მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა თქვა, რომ "სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - ქართული ოცნებასთან და ევროპული საქართველოსთან ერთად."

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები