ბიუროკრატია

ნადირაშვილი: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი სულხან ზუმბურიძეა, მან 341,700 ლარი აიღო

0 კომენტარი

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. მან 2017 წელს 341,700 ლარი აიღო - ეს თვეში 28.475 ლარია. ამ მაჩვენებლით ზუმბურიძის ხელფასი საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის, დავით საგანელიძის ანაზღაურებას აჭარბებს. საგანელიძე 2017 წელს თვეში 28,000 ლარს იღებდა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, სულხან ზუმბურიძის ოჯახის შემოსავლები მხოლოდ მისი ხელფასით არ მთავრდება, რადგანაც მისი მეუღლე, ქეთი რეხვიაშვილი ასევე მაღალანაზღაურებად პოსტზე მუშაობს., ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტია. რეხვიაშვილის ანაზღაურებამ 2017 წელს 92,848 ლარი შეადგინა. ჯამში ზუმბურიძის ოჯახმა სახელმწიფოსგან 434,548 ლარი მიიღო.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ზუმბურიძეს ხელფასი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შედეგად გაეზარდა. 

"ვინ არის რეალურად მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში?! ვის ეზრდება მოსახლეობის ხარჯზე ელ.ენერგიის გაზრდილი ტარიფიდან ხელფასი? სულხან ზუმბურიძე მეუღლესთან, ქეთევან რეხვიაშვილთან ერთად, ყოველ თვე იღებენ იმდენ ხელფასს, რაც ჰყოფნის 194 ადამიანის პენსიას და 67 მასწავლებლის ხელფასს,"- ამბობს ნადირაშვილი.

სახელმწიფო ელექტროსისტემა საპარტნიორო ფონდის შემადგენელი სახელმწიფო კომპანიაა. ელექტროსისტემას ქვეყნის მასშტაბით მაღალი ძაბვის ქვესადგურები და გადაცემის ხაზები ეკუთვნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები