კუბა

კუბას პრეზიდენტის პოსტზე რაულ კასტროს შემცვლელად მიგელ დიაზ-კანელი დასახელდა

რაულ კასტრო და მიგელ დიაზ-კანელი
Reuters

კუბას ეროვნულმა ასამბლამ რაულ კასტროს შემცვლელად ვიცე პრეზიდენტის, მიგელ დიაზ-კანელის კანდიდატურა წამოაყენა. რაულ კასტრომ პრეზიდენტის პოსტზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

რაულ კასტრომ თანამდებობა მისი ძმის, ფიდელ კასტროს გადადგომის შემდეგ 2008 წელს დაიკავა.

რაულ კასტრო ამჟამად 86 წლისაა. არსებობდა ვარაუდები, რომ პოსტზე მას ქალიშვილი მარიელა ან ვაჟი, ალეხანდრო ჩაანაცვლებდა.

ვიცე-პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი 1960 წელს, რევოლუციის შემდეგ დაიბადა. ის აცხადებს, რომ ფიდელ და რაულ კასტროების გზას გააგრძელებს.

რაულ კასტრო კვლავ დარჩება კუბას კომუნისტური პარტიის თავმჯდომარედ, ეროვნული ასამბლეის წევრად და შესაბამისად კვლავ ექნება გავლენა კუბას მთავრობაზე.

კომენტარები