საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა "ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ე.წ. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლისათვის მხარი დაუჭირა.

ცვლილება 75 ხმით არცერთის წინააღმდეგ დამტკიცდა.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ფართოვდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე. დანაშაულად ცხადდება ქუდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ორგანიზებული დანაშაულის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ეს ცვლილებები ებრძვის კრიმინალურ მენტალიტეტს.

"კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, ასევე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ." განაცადა მან.

კომენტარები