ოჯახში ძალადობა

მაღალი რისკის შემცველ ოჯახში მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

0 კომენტარი
ფოტო: შსს

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარდა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. 

"ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. მაქსიმუმ ამ წლის ბოლოსთვის უკვე ელექტრონული სამაჯურები  დაინერგება. სამაჯური გაუკეთდება მხოლოდ იმ მოძალადეებს, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი რისკის საფრთხეს და არიან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშები. ყველას მიმართ, ვისაც შემაკავებელ ორდერს გამოუწერენ, ეს არ იქნება გამოყენებული.

ამის შეფასება მოხდება რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება. ეს არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაარკვიოს გამომძიებელმა კონფლიქტის ადგილზე და მიღებული შედეგებით გამომდინარე, მან უნდა შეაფასოს რისკი - ხვალ და ზეგ რა არის მოსალოდნელი ამ მოძალადისგან. არის ეს მაღალი საშიშროების შემცველი, საშუალო, დაბალი თუ ა.შ. და სამაჯურის გამოყენების საკითხიც ამ რისკის დონეზე იუოს დამოკიდებული" - თქვა ლონდა თოლორაიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები