საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 31%-ით გაიზარდა

Getty Images

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ევროკავშირში $209 მილიონის ღირებულის პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. ეს 2017 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით 31%-ით მეტია. 

მთლიანობაში საქართველოს ექსპორტი $740 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

$209-მილიონით ევროკავშირზე მთლიანი ექსპორტის 28.3% მოდის. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ასე ნაწილდება:

  • ევროკავშირი - 28.3%
  • დსთ - 40.9%
  • სხვა ქვეყნები - 30.8%

რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნებს, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $98 მილიონი
  2. თურქეთი - $93 მილიონი
  3. აზერბაიჯანი - $76 მილიონი
  4. ბულგარეთი - $62 მილიონი
  5. სომხეთი - $54 მილიონი
  6. აშშ - $35 მილიონი
  7. ჩინეთი - $20 მილიონი
  8. საფრანგეთი - $18 მილიონი
  9. გერმანია  - $13 მილიონი

რაც შეეხება იმპორტს ის 2018 წლის პირველ კვარტალში $2 მილიარდს შეადგენდა, ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

კომენტარები