პერსონალური მონაცემები

გამოსაცვლელ და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში ვიდეოგადაღების ფაქტები გამოვლინდა

CCTV VIDEO

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ პარლამენტში გაგზავნილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ უწყებამ რამდენიმე დაწესებულებაში გამოავლინა ვიდეოგადაღების ფაქტები გამოსაცვლელ და პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში. ანგარიშის მიხედვით, ინსპექტორის აპარატმა შესაბამისი დარღვევისთვის კომპანია დააჯარიმა.

თვალთვალი სავაჭრო ობიექტის გამოსაცვლელ ოთახში

"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამო- საცვლელ ოთახებში. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავ- და, რომ ეს მაღაზიებში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზანს ემსახურებოდა, ხოლო ვიდეო- მონიტორინგის განხორციელების საფუძველს წარმოადგენდა თავად სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული პირების წერილო- ბითი მოთხოვნა (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებუ- ლება კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი). ინსპექტორის გადაწყვეტილებით კომპანია ცნობილ იქნა სა- მართალდამრღვევად, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუ- ხისმგებლობა, დაევალა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა და მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება."

კამერები ბავშვთა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახში

"ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის ფაქტი გამოვლინდა კიდევ ერთი კომპანიის შემოწმებისას, რომელსაც ვიდეოსათვალთვალო სისტემა სასტუმროს მარ- თვის პროცესში, ბავშვთა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ორ სივ- რცეში ჰქონდა დამონტაჟებული. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ადგილებით სარგებლობდნენ შვიდ წლამდე ასა- კის ბავშვები და ვიდეოთვალთვალი ემსახურებოდა მათივე უსაფრთხოების დაცვას. ინსპექტორმა არ გაიზიარა კომპა- ნიის არგუმენტაცია, ვინაიდან ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება ცალსახად არაკანონიერია და ყველა ადამიანს, მათ შორის მცირეწლო- ვანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე კრძალავს კანონმდე- ბელი ვიდეოთვალთვალის განხორციელებას ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში."

თვალთვალი და მიყურადება ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში

"საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების შემოწმებისას დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალი და აუდიო- კონტროლი მიმდინარეობდა უშუალოდ ადმინისტრაციულ შე- ნობაში განთავსებული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო ოთახში. ასევე, გამოვლინდა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ვიდეო და აუდიოჩა- ნაწერებზე ხელი მიუწვდებოდა ხელმძღვანელი პირების უმრა- ვლესობას, რასაც დაწესებულება მათი საზედამხედველო-მა- კონტროლებელი ფუნქციით ხსნიდა."

კომენტარები