ხანძარი

მეიდანზე მდებარე რესტორან "მაჭახელაში" ხანძარია

მეიდნის მოედანზე მდებარე რესტორან "მაჭახელაში" ხანძარია. ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა.

შენობიდან ცეცხლის გაჩენისთანავე მოხდა იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია, ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძროები და ისინი ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

კომენტარები