მეიდანზე მდებარე რესტორან "მაჭახელაში" ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.
ცეცხლი რესტორნის სახურავს დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა, ჯერ-ჯერობით უცნობია მიზეზი. სახანძროები ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.
ხანძრის გაჩენისთანავე მოხდა რესტორანში მყოფი ადამიანების ევაკუაცია, ჯერ-ჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.