აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

სერგეი ლავროვი: დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრას რუსეთი არ უმასპინძლებს

Reuters

RIA news-ის მიხედვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალ თვეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრას რუსეთი არ უმასპინძლებს.

ლავროვის თქმით შეხვედრა ხელს შეუწყობს სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებას, თუმცა რუსეთი არ აპირებს მხარეებს მისი რუსეთში ჩატარება შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდ იმედებს ამყარებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მაისში დანიშნულ სამიტზე, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებებს მიატოვებს თუ მიიჩნევს, რომ ის შედეგს ვერ მოიტანს.

"თუ ჩავთვლი, რომ შეხვედრას შედეგი არ მოაქვს, მას აღარ გავაგრძელებთ." თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით აშშ ოფიციალურ ფხენიანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას გააგრძელებს.

მიმდინარე კვირაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ცენტრალური სადაზვრვო სააგენტოს ხელმძღვანელი და ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომეო ფხენიანში იმყოფებოდა და კიმ ჩენ ინთან მაისში დაგეგმილი სამიტის დეტალები განიხილა.

კომენტარები