საჯარო ფინანსები

2017 წელს საჯარო მოხელეთა მივლინებები ბიუჯეტს 71.6 მილიონი ლარი დაუჯდა

siwallpaperhd.com

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ ბიუჯეტს საჯარო მოხელეთა მივლინებაში გაშვება 71,609,200 ლარი დაუჯდა. ეს 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მილიონი ლარით მეტია.

გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯებიც. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სარესტორნო, ოფიციალური საჩუქრებისა და მიღებებისთვის დახარჯულ თანხას. ის 2017 წელს 22,382,000 ლარს შეადგენდა. ეს 2016 წელთან შედარებით ასევე 2 მილიონით მეტია.

მვლინებებთან ერთად, უფრო ძვირი დაჯდა მთავრობის კუთვნილი საოფისე ინვენტარის მოვლა/შენახვა. მისმა ღირებულებამ 2017 წელს 179,006,000 ლარი შეადგინა, ეს 2016 წელთან შედარებით 1 მილიონით მეტია.

2017 წელს საქართველოს ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან თითქმის 30% მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯა. ბიუჯეტის 20%-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. დაახლოებით 15% კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

კომენტარები