ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 20-23 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სინპტიკოსების ვარაუდით, 22-23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 20-21 აპრილს +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 22 – 23 აპრილს 2-3 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები