უბედური შემთხვევა

შსს: თემქაზე მე-6 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

flickr

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 2001 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა. 

მათივე ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე ცდილობენ მისი უგონო მდგომარეობიდან გამოყვანას. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დამატებით დეტალებს ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები