უბედური შემთხვევა

კახეთში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

flickr

კახეთში, სოფელ შილდასთან ახლოს მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს, 20 აპრილს მოხდა. დამატებით დეტალებს უწყება ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს, ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებს. 

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები