მუსიკა

შვედი მუსიკოსი AVICII 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი

შვედი მუსიკოსი Avicii 28 წლის ასაკში ომანში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მენეჯერები ავრცელებენ. 

"ღრმა მწუხარებით, გვინდა გაცნობოთ ტიმ ბერგლინგის, ასევე ცნობილი, როგორც avicii-ის გარდაცვალების შესახებ. ის დღეს, 20 აპრილს ომანში, ადგილობრივი დროით, შუადღეს იპოვეს გარდაცვლილი. მისი ოჯახი შეძრულია ამ ამბით და ჩვენ გთხოვთ ყველას, პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს ამ მძიმე წუთებში. მეტი დეტალი არ გასაჯაროვდება,"- წერია განცხადებაში.

მუსიკოსი ლაივ პერფორმანსებს 2016 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეეშვა. მას რამდენიმე წლის განმავლობაში აწუხებდა მწვავე პანკრეატიტი, რაც სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვია. 2014 წელს გაკეთებული ოპერაციების შედეგად, მას ამოჭრილი ჰქონდა ბრმა ნაწლავი და ნაღვლის ბუშტი. 

"გიჟური თავგადასავალი იყო ეს ყველაფერი. პროდუსინგი 16 წლის ასაკში დავიწყე, გასვლითი ტურები 18 წლის ასაკში. მას შემდეგ 100%-იანი ნახტომი მაქვს. როცა საკუთარ განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ვფიქრობ: ვა, ეს მე გავაკეთე? ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო. ეს ფასის სანაცვლოდ მოვიდა - დიდი სტრესისას და ნერვიულობის, ჩემს შემთხვევაში - თუმცა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო თავგადასავალი იყო,"- თქვა Avicii-მ 2016 წელს ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში. 

Avicii ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთერთი პიონერი იყო. მას მიღებული ჰქონდა MTV-ის 2 მუსიკალური ჯილდო და ერთი Billboard Music Award-ი. ამასთან, ის ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები