ოჯახში და ქალზე ძალადობა

კახეთში მამამ 25 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული დაკავებულია

www.eloccidental.com.mx

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ის ცნობით, 25 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

Ipress-ი კლინიკა "არქიმედეს" ხელმძღვანელ ოთარ რუაძეზე დაყრდნობით წერს, რომ 25 წლის ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა, საჭიროებდა ნეიროქირორგიულ ჩარევას, რის გამოც მათ კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს და დაზარალებული თბილისში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები