აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2017

სახ.დეპ-ი: მთავრობამ და სასამართლომ ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს

რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, როდესაც 2013 წელს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუზარდა - ამის შესახებ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს სპეციალურ ანგარიშში წერია, რომელიც 20 აპრილს გამოქვეყნდა. 

"2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ ოფიციალურ პირს ბრალი წარუდგინეს 2011 წელს საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევის გამო, რაც, მათი თქმით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ იყო ნაბრძანები. მერაბიშვილი ციხეში დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდა", - ნათქვამია ანგარიშში. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მერაბიშვილის საქმეზე საუბრისას მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოჰყავს, რომლის დიდმა პალატამაც 2017 წლის 28 ნოემბერს დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვიეს ვანო მერაბიშვილის უფლება მისი წინასწარი დაკავების დროს 2013 წელს, თუმცა, მის თავდაპირველ დაკავებას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები არ დაურღვევია. სახ.დეპ-ი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე მთარობას 4 ათასი ევროს გადახდა დაავალა მიყენებული ზიანის გამო. 

კომენტარები