ვერნ ტროიერი, იგივე "მინი მე" სერიალიდან Austin Powers, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
tbl.ge/2w0n
დაკოპირდა
მსახიობი ვერნტროუერი, იგივე მინი მე სერიალიდან "Austin Powers", 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
"ძალიან დიდი მწუხარებით და მძიმე გულით ვწერთ, რომ დღეს ვერნი გარდაიცვალა", - წერია მათ მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი დადასტურებული არ არის. ცნობილია, რომ თვის დასაწყისში ალკოჰოლის ჭარბი დოზით გამოწვეული პრობლემების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოჯახის განცხადებაში ასევე წერია:
"ვერნი მებრძოლიც იყო, როცა საქმე მის პირად ბრძოლებს ეხებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ის იბრძოდა და იმარჯვებდა, იტანჯებოდა, იბრძოდა და იმარჯვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მეტისმეტი იყო. დეპრესია და სუიციდი ძალიან სერიოზული საკითხებია. არასდროს იცი, რა ტიპის შინაგანი ბრძოლის გადატანა უწევს სხვას. იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ".