მცოცავი ოკუპაცია

ოკუპანტებმა გორის რაიონიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპენტებმა გორის რაიონის სოფელ ქერედან მამაკაცი გაიტაცეს.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიც.

"ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკეთის ბალდებით ერთი პირია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - უთხრეს ტაბულას სუს-ში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გატაცებული აკაკი მისირელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქონელს მწყემსავდა. ის სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები