საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უმჯობესდება

0 კომენტარი
ფოტო: flickr

არჩილ ტატუნაშვილის საქმის ირგვლის ცინიკური და პროაგანდისტული სპეკულაციები ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუშლის - ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეარხ "დოჟდს" უთხრა. ინტერვიუ რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

"2012 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა, გაჩნდა სურვილი, ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრიზისიდან გამოსულიყო, რაშიც ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის გამო აღმოჩნდა. ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში  ყველასთვის ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა. აღდგა და მრავალმხრივ გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო მიმოსვლა. 

ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, არ მოსწონს. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს არჩილ ტატუნაშვილის საქმე, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს,” - თქვა ზახაროვამ.

არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს კი მისი ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები