მსოფლიოს უხუცესი ადამიანი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

Jiji Press/AFP/Getty Images

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნაბი ტაჯიმა უკანასკნელი იყო იმ ცოცხალ ადამიანებს შორის, ვინც მე-19 საუკუნეში დაიბადა - ის 1900 წილს 4 აგვისტოს, იაპონიაში გაჩნდა. 

წლების განმავლობაში ის პატარა ქალაქ კიკაიში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტაჯიმა ჰოსპიტალიზებული იყო. 

"ის მაშინ გარდაიცვალა, როცა ეძინა. ყოველთვის ძალიან ბევრს შრომობდა, ამიტომ მინდა ვუთხრა - მშვიდად განისვენე", - უთხრა მისმა შვილიშვილმა, 65 წლის ჰიროუკიმ ადგილობრივ მედიას. 

ნაბი ტაჯიბა იმ რამდენიმე ადამიანს შორის იყო, ვისაც შესაძლოა ახსოვდეს პირველ მსოფლიო ომამდე მომხდარი მოვლენები. 

მისი 45-ე დაბადების დღიდან 2 დღეში აშშ-მ ტაჯიბას მშობლიურ კუნძულთან ახლოს ორი ატომური ბომბი ჩამოაგდო. 

ტაჯიბას 9 შვილი ჰყავდა, ახლა კი შთამომავალთა რიცხვი 160-ს აღწევს, მათ შორის შვილთაშვილის შვილთაშვილები არიან. 

ტაჯიმა ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, ვინც 110 წლის ასაკს გადააბიჯა. გერონტოლოგიის კვლევის ცენტრი, რომელიც აშშ-ში მდებარეობს, ამბობს, რომ ასეთი მსოფლიოში სულ 36 ადამიანია, თუმცა, ყველა მათგანი ქალია, ასევე, 18 - იაპონელი. მეცნიერების განცხადებით, იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორ კვებასთან და კარგ ძილთან არის დაკავშირებული. 

ნაბი ტაჯიმამ მსოფლიოს უხუცესი ადამიანის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც 2017 წლის 15 სექტემბერს იამაიკაზე ასევე 117 წლის ვაიოლეტ ბრაუნი გარდაიცვალა - ბრაუნი 1900 წლის 10 მარტს იყო დაბადებული. 

კომენტარები