ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 23-26 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25-26 აპრილს, სინოპტიკოსები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23-25 აპრილს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსი.

კომენტარები