ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი: პუტინი შეპყრობილია ჩვენს დემოკრატიებში ჩარევის სურვილით

ემანუელ მაკრონი
AFP

აშშ-ში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Fox News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთის, სირიის კონფლიქტის, ირანის ბირთვული შეთანხმების, სავაჭრო ტარიფების და რუსეთთან უერთიერთობის საკითხებს.

მაკრონმა რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან ურთერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გულუბრყვილოები არ უნდა იყვნენ და სისუსტე არ უნდა აჩვენონ.

"ის [პუტინი] ძლიერი და ჭკვიანია. მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. ის შეპყრობილია ჩვენს დემოკრატიებში ჩარევის სურვილით." "მე მჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინთან სუსტები არასდროს უნდა ვიყოთ. როცა სუსტი ხარ, ის ამას იყენებს." "და ეს გასაგებია. ეს თამაშია, რომ მან ბევრი ცრუ ინფორმაცია შექმნა. მას ძლიერი პროპაგანდა აქვს და ყველგან ერევა რათა შეასუსტოს ჩვენი დემოკრატიები. რადგან ფიქრობს, რომ ეს მისი ქვეყნისათვის კარგი იქნება." "ჩემი აზრით ის ძალიან ძლიერი პიროვნება და პრეზიდენტია. მას სურს დიადი რუსეთი. ის ძალიან მკაცრია უმცირესობების და ოპოზიციის მიმართ და აქვს დემოკრატიის თავისებური იდეა, რომელსაც მე არ ვიზიარებ." "მე ვაფასებ მას. მე ვიცნობ მას. მე ფხიზლად ვარ. მე მსურს ვიმუშავო მასთან ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგაც." თქვა მან კვირას გამართულ ინტერვიუში.

კომენტარები