მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი იყო 16 და 20 წლის გოგონათა შორის, ასევე 5 საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი საკუთარ დაფაზე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის. საქართველოს თასის მფლობელი.