კუს ტბა

მერია კუს ტბაში წყლის ჩამატებას გეგმავს

flickr.com

თბილისის მერია კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს, ამის მიზეზი ტბაში არსებული წყლის დეფიციტია. მერიამ 80 ათას ლარიანი ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა არცერთ კომპანიას არ წარუდგენია საკუთარი ხედვა როგორ უნდა მოხდეს ტბის წყლით შევსება. ამის გამო ტენდერი ჩაიშალა.

კვლევები, რომელთა ჩატარებასაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ითხოვდა:

  1. კუს ტბის წყლის ბალანსის შედგენა;
  2. კუს ტბის შემოგარენის და ვარაზისხევის წყალშემკრები აუზის გეოლოგიურ-გეოდინამიკური და ჰიდროგეოლოგიური რეკოგნოსცირება;
  3. კუს ტბის შემოგარენიდან და ვარაზისხევის წყალშემკრები აუზიდან კუს ტბაში გრუნტის წყლების (წყაროების) ხარჯზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობის შეფასება;
  4. კუს ტბაში წყლის დეფიციტის შესაძლო გეოლოგიური ანტროპოგენური მიზეზების ძიება - კუს ტბის მიმდებარე ფერდობებზე კლდის მასივის ნაპრალიანობის კვლევა;
  5. წარსულში არსებული წყალმომარაგების სისტემების აღდგენის მიზანშეწონილობის შეფასება;
  6. საპროექტო წინადადებები მდ. ვერედან, ლეღვთახევიდან ან/და სხვა წყაროდან წყალსადენების გაყვანა იმსახურებს ყურადღებას და ვარაზისხევის წყლის ნაკადის ალტერნატივად უნდა იქნას განხილული.
  7. კუს ტბის წყლის დეფიციტის შევსების მოძიებული ალტერნატიული წყაროების წარდგენა დამკვეთისთვის; 8. ტექნიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური დასაბუთებით უნდა შეირჩეს საუკეთესო ალტერნატიული წყარო და შეთანხმება დამკვეთთან;
  8. ჩატარებული კვლევების შემაჯამებელი დასკვნის (ანგარიშის) შედგენა.

თბილისის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 690 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ქვაბულის სიგრძე 380 მეტრი, სიგანე კი 140 მეტრამდეა. ტბის მაქსიმალური სიღრმე 8 მეტრია.

კომენტარები