საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სააკაშვილი: სომეხ ხალხს ვულოცავ, მათ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში აირჩიეს ცხოვრება

unian.net

"მსურს მივმართო ჩმეს დებსა და ძმებს სომხეთში, დღეს თქვენ ყველა საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. რომ თქვენ დღეს მთელ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ თქვენ გაქვთ ღირსება და რომ თქვენ თავისუფალ და ღირსეულ პირობებში გინდათ ცხოვრება. ქვეყანაში, რომელიც კორუფციისგან თავისუფალია, სადაც ერთ მცირე ჯგუფს არ აქვს ხელთ მთელი სიმდიდრე და ხალხს არაფერს უტოვებს. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდებული მომავალი აქვს. მე თქვენ გიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. უბრალოდ ყოჩაღები ხართ", - ამბობს სააკაშვილი.

სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან თანამოქალაქეებს განცხადებით მიმართა და თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 22 აპრილს დემონსტრაციების დროს დააკავეს და დღეს, სარგსიანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს, მართალი იყო, თავად კი ცდებოდა. 

ქვეყანაში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები 13 აპრილიდან იმართება.

კვირას სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აქციების მანძილზე დააკავეს ათასამდე ადამიანი.

სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა საზოგადოების პროტესტი მიუხედავად 17 აპრილს დაამტიკცა.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

კომენტარები