თბილისის 100-ზე მეტი ქუჩა და დასახლება, რომელსაც 24 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 24 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

დიდგორის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას, სანაპიროს, ალექსიძის, ბენდელიანის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ნადირაძის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ჟღენტის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გოგაშენის, იფნევის, დვირის, ბჟოლეთის, ედისის, კვერნაულის, ვაზიანის, არალეთის, ჟველაურის და ზვარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, საყვირის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, წიწამურის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ბაგინეთის და ტრაქტორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის, დოდო აბაშიძის, ლებარდოს, თეკლათის, გივიშვილის, სენაკის, ქვალონის, ტაშირის, ასხინის, აბაშის, ცაიშის, ჭალადიდის, ლანჩხუთის, ხონის, ლაილაშის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, ახუნდოვის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ზანდუკელის და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, შუშის, ჭედიას, სარაჯიშვილის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები