G7

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ

0 კომენტარი
G7 - დიდი შვიდიანის ქვეყნების დროშები ფოტო: coslychacwbiznesie.pl

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

განცხადებაში დიდი შვიდეულის ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებენ ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას. განცხადების მიხედვით რუსეთს დაწესებული სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებამდე არ მოეხსნება და ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანქციების დაწესებასაც განიხილავენ.

ქვეყნები გმობენ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას და რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში საკითხის გამოძიებაზე ვეტოს დადებას. გარდა ამისა ისინი გმობენ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული წარმოშობის ნერვული აგენტის გამოყენებას.

განცხადება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სისტემის დესტაბილიზაციის მცდელობებს და სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში ჩარევას აკრიტიკებს და მოუწოდებს რუსეთს დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებსა და შეთანხმებებს. ქვეყნები ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის სტრატეგიებსაც განიხილავენ, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების და კონტრ-დაზვერვის სფეროებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები